ამბები

პირველი ქართველი და მესამე ევროპელი - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა


პირველი ქართველი და მესამე ევროპელი - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა


ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. მან საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულიასუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.








скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com