ჩუმი ქველმოქმედება-ამბავი, რომელიც 19 წლის წინ მოხდა

22 იანვარი, 2018 7 970




ეძღვნება დამსახურებული ექიმის ედვარდ გეგიას ხსოვნას

ამბავი, რომელსაც წარმატებული ნეიროქირურგი გიორგი გეგია ჰყვება, 19 წლის წინ მოხდა. იგი, სრულიად ახალგაზრდა დამწყები ექიმი, მამის ქირურგიულ განყოფილებაში იმაღლებდა კვალიფიკაციას. მამისადმი მიძღვნილ სტატუსში წერს:
,,1999 წლის ზაფხულში ქალბატონი მოვიდა ბიჭუნასთან ერთად მამაჩემთან, მუცელი სტკივაო. დიდი ხანი ვცდილობდი გამერკვია რა იყო ტკივილის მიზეზი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი და მამას ვუთხარი , რომ ვერაფერი გავიგე. მამაჩემმა ხელში რაღაც მომცა მითხრა მშიერიაო ბავშვი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა, ხელში 100ლარი მეჭირა. 100 ჯერ გაიზარდა ჩემს თვალში იმ დღეს ისედაც ბუმბერაზი კაცი. ახლაც მახსოვს იმ დედის თვალები. ასეთი კაცი იყო მამაჩემი. 10 წელი გავიდა დღეს მისი გარდაცვალებიდან...“
  ეს, მხოლოდ ერთი ამბავია, იმ უამრავი სიკეთისაგან , რომელსაც ცნობილი ქირურგი ედვარდ გეგია უანგაროდ აკეთებდა. ძალიან ბევრს ახსოვს და უფრო მეტმა უნდა იცოდეს- უამრავი გადარჩენილი სიცოცხლის, ლამფის შუქზე გაკეთებული ურთულესი გადაუდებელი ოპერაციების, მათ შორის ყოველგვარი საზღაურის გარეშე, და იმ კეთილი საქმეების შესახებ, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმე იყო. მამულის სიყვარული და ერთგულება, ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ქირურგის პროფესიონალიზმს, მუდამ თან ახლდა. სწორედ ეს გარემოება განაპირობებდა გეგიების ოჯახის ცხოვრების წესსა და ადათს. ოჯახის უფროსის ცხოვრების ყოველი დღე სამაგალითო იყო და შვილებიც სამაგალითონი აღიზარდნენ. ქალბატონი ნაზი კვლავაც ღირსეულად აგრძელებს მეუღლის საყვარელ საქმეს, კვლავინდებური თავდადებით უძღვება ოჯახს და არც საზოგადო საქმეს ივიწყებს. 
  ყოველდღე ვრცელდება საინტერესო ინფორმაციები და სამადლობელი სიტყვები გიორგი გეგიას პროფესიონალიზმისადმი, რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ გაიარა მამის ქირურგიული სკოლა.
ღირსეული ექიმის ღირსეული ოჯახი ასევე, ღირსეულად აგრძელებს ოჯახის უფროსის მიერ შექმნილ ტრადიციას, რომელიც უპირველესად, ჩვენს სამშობლოს
აძლიერებს.

            გიორგი გეგია
             თამუნა გეგია
              
            მარიამ გეგია
            
            ედვარდ გეგია თამუნასთან ერთად
            ნაზი და ედვარდ გეგიები
           
            გიორგი და ედვარდ გეგიები
              
            скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: