ამბები

"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა" ექიმი, რომელიც 11 წლის ბავშვის სიკვდილს შეესწრო სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს


"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა" ექიმი, რომელიც 11 წლის ბავშვის სიკვდილს შეესწრო სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს

 საშინელმა ავარიამ, რომელიც დღეს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა საზოგადოება შეძრა.. ავტოსაგზაო შემთხვევამ 11 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა , დედა კი უმძიმეს მდგომარეობაშია.. სასწრაფო დახმარების ექიმი , რომელიც აღნიშნულ ამბავზე ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად გამოიძახეს ემოციურ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს :"წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....
- დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...
- რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...
- დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...
- პატარა გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...
- ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა...
- ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან 
გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...
- ცრემლი პატრულის თვალზე...
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება..." ,- წერს ლაგვილავა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com