ამბები

გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს - ადვოკატი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო


გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს - ადვოკატი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 
თავად ბრალდებულს გამამართლებელი განაჩენის იმედი ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, ამ საქმეში შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა. იყო მუხლები, სადაც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა და დანარჩენთან დაკავშირებით იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და მათ სწორედ ამით გადაიხადეს საფასური იმ ცრუ ჩვენებაში. მე მიმაჩნია, რომ ეს განაჩენი არის სრულიად უკანონო და რა თქმა უნდა, დაცვის მხარე ამას გაასაჩივრებს,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 
მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ბრალდების მხარე. საქმის პროკურორის ამირან გულაშვილის განცხადებით, ბრალდებამ სასმართლოს მყარი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც ადვოკატ გიორგი ონიანის ბრალეულობას ადასტურებდა.
„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ყველა ის მტკიცებულება, რაც თავის დროზე განხილვის დროს იქნა წარდგენილი პროკურორების მიერ, სრულად ადასტურებდა გიორგი ონიანის ბრალეულობას. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ადეკვატურად, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ყველა ნაწილში ბრალდებისა გიორგი ონიანი ცნო დამნაშავედ," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება - მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com