ამბები




სამშენებლო უსაფრთხოების ახალი რეგლამენტი ამოქმედდა


რამდენიმე დღეა ქვეყანაში სამშენებლო უსაფრთხოების ახალი ნორმები მოქმედებს. ტექნიკური რეგლამენტი მთვარობამ უკვე დაამტკიცა და ის პირველ რიგში სიმაღლეზე მუშაობის ახალ პრინციპებს ეხება. ახალი ნორმები, „მაესტროს“ ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განმარტა.

სამშენებლო უსაფრთხოების ახალი რეგლამენტი ამოქმედდა





რა სიახლე შემოიტანა მთავრობამ მშენებლობის სფეროში, რა ნორმებზეა ლაპარაკი?

ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობაზე უსაფრთხოების მიმართულებით გარკვეულ ნორმებს აწესებს. როგორც ვიცით, ტექნიკური რეგლამენტი სამშენებლო უსაფრთხოების შესახებ არსებობდა ადრეც, რომელიც განსაზღვრავდა ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობილი სამშენებლო მოედანი, მაგრამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი №477 განსაზღვრავს პრინციპებს, რომლებიც უფრო მეტ დეტალიზაციას ითვალისწინებს. თუ წინამდებარე რეგლამენტში განსაზღვრული იყო, რომ დაპროექტებული უნდა ყოფილიყო კონკრეტული ხარაჩო, ახალი რეგლამენტი განსაზღვრავს - რა ტიპის უნდა იყოს აღნიშნული ხარაჩო. დაკიდული ხარაჩო, პლატფორმა თუ სამუშაო გარემო როგორ უნდა იყოს დაპროექტებული სწორად, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს პრევენციულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რაც მიმართულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის.

ხარაჩოს გარდა, კიდევ რა სპეციალური ატრიბუტებია იმისთვის საჭირო, რომ მშენებლობაზე დასაქმებულმა ადამიანმა სიმაღლეზე იმუშაოს?

მინდა აღვნიშნო, რომ პირველ რიგში კომპანიებს ევალებათ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი დანიშვნა, რომელიც სამუშაოს დაწყებამდე საფრთხის იდენტიფიცირებას და რისკის შეფასებას მოახდენს, განსაზღვრავს თუ რა დონის საფრთხე შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ სამუშაო უბანზე და ამის მიხედვით უნდა მოხდეს განსაზღვრა თუ რა ტიპის კოლექტიური თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება უნდა გამოიყენონ სამუშაოდ. გარდა მოაჯირებისა, გათვალისწინებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალება, აგრეთვე გათვალისწინებულია მაფრთხილებელი ბარიერები. ანუ, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ, რომ სამუშაო პლატფორმაზე კონკრეტული მეტრაჟობა იქნება განსაზღვრული, სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ხოლო გარკვეულ პერიმეტრზე ვალდებულება იქნება, რომ გამოიყენონ უკვე როგორც კოლექტიური თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა ის ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც მაქსიმუმამდე შეამცირებს უბედურ შემთხვევებს და რისკს მინიმუმამდე დაწევს.

რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს კონტროლის და მონიტორინგისთვის? იცავს თუ არა ყველა სამშენებლო კომპანია ამ წესებს და თუ არ იცავს, არის თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია?

აღნიშნულ რეგლამენტში სიახლეა ის, რომ აღმასრულებელ ორგანოდ ჩაწერილია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტროსთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად. არსებობს მინისტრების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმად მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მოქმედებაა გათვალისწინებული. ანუ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირებისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი ჯგუფი ტექნიკურად ამოწმებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის მქონე ობიექტებს. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს აქვს ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების საშუალება, ხოლო შრომის ინსპექციას რაც შეეხება, მართალია ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით სარეკომენდაციო ხასიათით, მაგრამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ზოგად ჩარჩოს განსაზღვრავს, შრომის ინსპექციას მანდატს აძლევს ადმინისტრაციული სახდელები გამოიყენოს, რაც პარლამენტში პარასკევს პირველი მოსმენით განიხილეს და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რაც შრომის ინსპექციას მისცემს მანდატს, რომ ეფექტურად განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com