ამბები

„რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის?“


რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის? – ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრ  დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა.
„თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და უნდა გაგრძელდეს. შარშან ამ დროს ლარის კურსი 2.41 იყო, ხოლო ახლა არის 2.62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. თქვენ როცა ლარიზაციის პროგრამა გამოაცხადეთ, ლარი 2.55 იყო და ახლა არის უფრო გაუფასურებელი, ვიდრე იყო მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყეთ. რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისაკენ მიდის?”, – მიმართა კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com