...

ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურება უსაფუძვლო მოლოდინებმა გამოიწვია

Avatar


"ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა", - წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

სებ-ის შეფასებით, თუ აღნიშნული გაუფასურება გავლენას მოახდენს ინფლაციის მაჩვენებლზე სებ-ი იმოქმედებს მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ან სავალუტო ინტერვენციები შეიძლება იყოს.
"ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას", - წერია განცხადებაში.
ლარი დღეს დოლართან 1.9 თეთრით გაუფასურდა და მან 2.6297-ს მიაღწია. ევროსთან კი გაუფასურება 2.4 თეთრი იყო, რის შედეგადაც ლარი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე 3.0625-მდე გაუფასურდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com