ქუთაისელმა ძიუდოისტმა კურაშშის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

02 ნოემბერი, 2017 1 145


ქუთაისელმა ძიუდოისტმა, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა გუგა კიბორძალიძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ უზბეკურ ჭიდაობა - კურაშშის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ყველაზე პრესტიჟულ - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.ფინალში ქართველმა ფალავანმა ტაჯიკი მეტოქე დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილზე მონღოლი სპორტსმენი გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუგას მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ერთადერთი არ ყოფილა საქართველოსთვის. კვარცხლბეკზე საპატიო მესამე ადგილი 66 კგ-ში მოასპარეზე გიორგი ქალდანმა დაიკავა.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: