...
ამბები

Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ კამპანიაზე სტატიას აქვეყნებს

Avatar
T:555 000 289


The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველოს ფეხბურთის ვარსკლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ".
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში, რომელიც ნიდერლანდებისგან 3700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, გურამ კაშიას სამკლაურმა პროტესტი გამოიწვია. ტექსტში "ასავალ-დასავალის" სტატიაც მოხვდა, რომლის ავტორიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას მოითხოვს.
ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს", - განაცხადა კაშიამ ჰოლანდიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მოგვიანებით, მან სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შედეგად 8 პირი დააკავეს, თუმცა სასამართლომ 1 ნოემბერს ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 30 ნოემბრამდე გადადო.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com