...
ამბები

"ქუთაისმა" "რუსთავი" ბოლო წამებზე დაამარცხა

Avatar
T:555 000 289

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური გუშინ ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. ამ გუნდების დაპირისპირებას ბოლო წლებში დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია და ასე იყო ახლაც. საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვებული მასპინძელი გუნდი გამოვიდა, რომელმაც 2 ქულით - 90:88 იმარჯვა.
ორივე გუნდს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდა, ცხრილშიც გვერდი-გვერდ იყვნენ და აღნიშნულ მატჩს საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და პირველი პერიოდი 25:19 მოიგეს. იყო მონაკვეთი, როცა რუსთაველები 12 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება.
მასპინძლები მეტოქეს არ რჩებოდნენ და მეორე პერიოდში მინიმალური სხვაობითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქვემოქართლელებმა კვლავ მოახერხეს გალიდერება და ბოლო წუთებამდეც ხელჩასაჭიდად იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე სტუმრები 5 ქულით - 81:76 იგებდნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ქუთაისელებმა გაათანაბრეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - 88:86.
რუსთაველთა ლიდერმა ტაირელ ნელსონმა გაათანაბრა, თუმცა გაიბრწყინა ქუთაისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც სტუმრებს ჯერ ჩაუჭრა, შემდეგ კი გამარჯვების ბურთი ჩააგდო - 90:88.
ქუთაისელთაგან 25 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. 18 ქულა ჰქონდა დეჟუან რაიტს, ხოლო ბექა წივწივაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. „რუსთავში“ 23 ქულით საუკეთესო ტაირელ ნელსონი გახლდათ. 17 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 1 ნოემბერს - ბათუმსა და თბილისში გაიმართება: „ბათუმი“ – „სოხუმი“, ხოლო „დელტა“ „მგზავრებს“ თბილისში უმასპინძლებს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com