ამბები




კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება


საპენსიო რეფორმის განხორციელება 2018 წლის მესამე კვარტლიდან ერთდროულად დაიწყება საჯარო და კერძო სექტორში. სისტემაში ჩართვის ვალდებულება ექნება ყველა დასაქმებულს, რომელიც 40 წლამდე ასაკისაა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე გახდნენ 40 წლის, მათი ჩართულობა ამ სისტემაში იქნება ნებაყოფლობითი. თვითდასაქმებულებს კანონი სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ასაკის მიუხედავად, სურვილის მიხედვით.
კანონის შესაბამისად, შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომელშიც მოხდება დაგროვილი თანხების აკუმულირება. სააგენტოში იქნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც დამოუკიდებლად მოახდენს დაგროვილი აქტივების ინვესტირებას. რომელ სექტორებში მოხდება ინვესტირება, ამასაც კანონი დაარეგულირებს.
„რეფორმა ითვალისწინებს სავალდებულო ჩართულობას მათთვის, ვინც არის 40 წლამდე, ხოლო ნებაყოფლობით ჩართულობას მათთვის, ვინც არის 40 წლის შემდეგ. საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6%-იანი შენატანის განხორციელებას, აქედან 2% შეტანილი იქნება დასაქმებულის მიერ, 2% – დამსაქმებლის მიერ, ხოლო 2%-ს სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა საპენსიო სქემაში მონაწილეს“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com