კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება



15 აგვისტო 2017

"ფუნიკულიორზე" საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გაცილების ღონისძიება გაიმართა

"ფუნიკულიორზე"საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილესთან აკაკი ლოდიასთან და მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე გამოიფინა ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, რომელიც საქართველოში 12 აგვისტოს, ფიბა-ს პროექტ "ტროფი ტურის" ფარგლებში ჩამოვიდა.საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს და მწვრთნელთა შტაბს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა უსურვეს, მთავრობის სხვა წევრებმაც - შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც წარმომადგენლობით, „აკროპოლისის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, პირდაპირ ევრობასკეტზე გაემგზავრება - ისრაელში. ეს იქნება ზედიზედ მე-4 ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, სულ კი ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩის ჩატარება მოუწევს. ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ლიტვის გარდა ისრაელს, უკრაინას, იტალიას და გერმანიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის. ფინალური ეტაპი სტამბოლში 9-17 სექტემბერს გაიმართება.

 

სინქრონები
1. ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
2. მიხეილ გაბრიჩიძე - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
3. ზაზა ფაჩულია - საქართველოს ნაკრების კაპიტანი
4. თორნიკე შენგელია - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი
5. მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი

 


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com