ამბები




საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა


 
                               

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა




 საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. 

 მისი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემოვლით გზაზე, რომელიც გამოირჩეოდა ტრაგიკული საავტომობილო ავარიებით, ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

 
”ქუთაისის შემოვლით გზაზე, დაახლოებით 40-კილომეტრიან მონაკვეთზე არის ორმხრივი მოძრაობა. გამომდინარე იქედან, რომ გზა კარგი ხარისხისაა, არ იგრძნობა სიჩქარე, ბევრი მძღოლი დადიოდა სიჩქარის გადაჭარბებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 90 კმ/სთ სიჩქარითაა მოძრაობა ნებადართული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ამან კიდევ ერთხელ გვაიძულა დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიგვეღო რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩვენი თანამოქალაქეები არ იცავენ მოძრაობის წესებით დადგენილ შეზღუდვებს და აღნიშნულ მონაკვეთზე მაინც სიჩქარის გადაჭარბებით დადიან”, - განაცხადა სეთურიძემ. 


  
მისივე თქმით, რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებს აღნიშნული რეჟიმი, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, როგორც სეთურიძემ აღნიშნა, შემოვლით გზას დაემატება ორი სამოძრაო ზოლი, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე დასრულდება. 

  წყარო : interpressnews.ge





скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com