ამბები

2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილები გამოქვეყნდა


2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების (უფასო ფაკულტეტების) სია ცნობილია, თუმცა განათლების სამინისტრომ მხოლოდ ნაწილობრივი მონაცემები გამოაქვეყნა, რადგან სრული დოკუმენტის შედგენა ამ დრომდე ვერ მოასწრეს. დოკუმენტში არ არის მითითებული ფაკულტეტების საიდენტიფიკაციო კოდი და ასევე ზუსტი სპეციალობა: 

დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით ასეთია: 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 350; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 970; სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 320; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 230; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 460; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 200; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1225; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1900; სულ – 5655 ადგილი. 

"იხილეთ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ინფორმაცია ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში (ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება)”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: 
http://www.naec.ge/uploads/postData/EEG-2017/saxelmwifos%20mier-dafinansebuli-programebi-2017.pdf



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com