C ჰეპატიტის გამოსავლენად საჯარო მოხელეებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

28 ივლისი, 2017 1 337


28 ივლისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებისთვის, C ჰეპატიტის გამოსავლენად უფასო გამოკვლევევბი ჩატარდა.
 
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა უზრუნველყო. იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციამ C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, უკვე რამდენჯერმე ჩაატარა. მსგავსი ტიპის აქციების მიზანს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და C ჰეპატიტის პრევენცია წარმოადგენს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: