ამბები




ქუთაისში "კლასიკური მუსიკის" საღამო გაიმართა


ქუთაისში "კლასიკური მუსიკის" საღამო გაიმართა


ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კლასიკური მუსიკის საღამო „ქუთაისის კამერულმა კვარტეტმა" გამართა.

ღონისძიება „ზაფხულის საღამოების" ფარგლებში გაიმართა და მას როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ესწრებოდნენ.

"ძალიან მშვიდ საღამოა, ამინდიც შესაფერისი დაკლასიკური მუსიკის ჰანგები კიდევ უფრო ალამაზებს საღამოს"- აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა ნინო ობოლაძემ.

როგორც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების,ძეგლთა დაცვისა დაახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაია მურუსიძემგანაცხადა, ქალაქის მერია „ზაფხულის საღამოების" ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა ღონისძიებას წარუდგენს.


„როგორც ვხედავთ, ეს არის გარე ღონისძიება , მაყურებელი სიამოვნებით უსმენს მშვიდ გარემოში.ვფიქრობ, ლამაზი საღამო გამოგვივიდა.გარდა დღევანდელი საღამოსა, მაყურებელს ჩვენ კიდევ ვეპატიჟებით სხვადასხვ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 15 სექტემბრის ჩათვლით"-აღნიშნა მურუსიძემ.


„კლასიკური მუსიკის საღამოზე" კამერულმა ორკესტრმა ნაწარმოებები როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების რეპერტუარიდან შეასრულეს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com