ამბები




სტრასბურგის მოსამართლეობის სამი ქართველი კანდიდატიდან ორი დაიწუნეს


საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან, შესარჩევმა კომისიამ მხოლოდ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონა.
 
"ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, ამის შესახებ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა", - თქვა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ლადო ჭანტურია გააგრძელებს მოსამართლეობისთვის ბრძოლას და შესარჩევი კონკურსის შემდეგი ეტაპები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. 

როგორც წულუკიანი ამბობს, მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა - შოთა გეწაძემ და სოფიო ჯაფარიძემ - მიიღეს დადებითი შეფასებები თუმცა, შესარჩევმა კომისიამ მიიჩნია, რომ მათ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ კონკურსზე ორი კანდიდატი ხელახლა უნდა წარადგინოს, რადგან, საბოლოოდ, არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა შეჩერდეს. ხელისუფლებას უკვე მესამედ უწევს მსგავსი კონკურსის გამოცხადება.
ლადო ჭანტურია 1999-2004 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მანამდე კი, 1998-1999 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. ჭანტურია წლების განმავლობაში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას გერმანიაში, 2004 წლიდან კი, ის საქართველოს ელჩია გერმანიაში. 
on.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com