ქუთაისის სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა




ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა. 

სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედდა ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1tv.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com