ამბები

ბარსელონაში წარმატებული ქუთაისელი ფეხბურთელი

იმ ქართველებს შორის, რომლებიც საზღვრებს გარეთ დიდი წარმატებებს აღწევენ, საპატიო ადგილი ქუთაისელ ფეხბურთელს, ილია ახვლედიანსაც უჭირავს. ილია საქართველოდან 4 წლის წასულია და უკვე შეძლო ესპანური პრესა მისი წარმატების შესახებ აელაპარაკებინა.
საინფორმაციო სააგენტო
Meganews.ge ილიას გაესაუბრა

 

„ფეხბურთის თამაში 7წლიდან ქუთაისში, (ჭომაში) მამუკა მანაგაძის გუნდში დავიწყე. შემდეგ ორი გუნდი გავერთიანდით „მემორიალი" და  „ჭომა" მემორიალის მწვრთნელი გია უგლავა იყო და 5 წელი დავდიოდი მათთან. საკმაოდ კარგი გუნდი ვიყავით, ზოგი ჩემი ძველი გუნდელი ახლა „ტორპედო"-ში თამაშობს.

 

13 წლის ვიყავი ესპანეთში რომ წამოვედი და მეოთხე წელია უკვე აქ ვარ. ბარსელონაში ჩამოსვლისას აგენტისდახმარებით მივედით."ბადალონაში". ვვარჯიშობდი, მწვრთნელსაც მოვეწონე, მაგრამ ერთიპრობლემა გვქონდა:უსაბუთოდ ვერვთამაშობდი დამხოლოდ ვარჯიშიმიწევდა. რათქმა უნდა,მხოლოდ ვარჯიშითუკმაყოფილო ვიყავი,თამაში მინდოდაყველაზე მეტად.ახალ სეზონში"ესპორტივა გრამაში"გადავედი, სადაცსაბუთის გამოწელიწად-ნახევარისეზონი მომიწიათამაში, კარგისეზონი გამომივიდა. წლის ბოლოსდაგვიკავშირდა ერთ-ერთი აგენტი, კარლეს მუნიოზიდა შემომთავაზა 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება ესპანურ"ცე ევროპასთან", რომელიც ლიგანაციონალში თამაშობს,ამჟამად პირველ გუნდთან ერთად ვთამაშობ  ლიგა ნაციონალში ესპანიოლისა დაბარსელონას 19 წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ, სხვა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ერთად".ამბობს ილია ჩვენთან საუბრისას.

ლიგა ნაციონალში ილიას დაწინაურების შესახებ ინფორმაციას „Mundo Deportivo"-ს ესპანური გამოცემა ავრცელებს. მათი ინფორმაციით ილია იმ ოთხ ფეხბურთელში შედის, რომელიც „ცე ეუროპამ" მთავარ გუნდში დააწინაურა.


 

ილიას თამაშს  ესპანეთის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გუნდის, "ცე ეუროპას" მწვრთნელი, ვალტერ პანდიანიც საკმაოდ კარგად აფასებს.
"Georgiano Ilia(ასე მოიხსენიებენ გუნდში) დაცვის ხაზში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის არამხოლოდ დაცვაში, არამედ შეტევაშიც ბრწყინვალედ გვეხმარება," - ამბობს პანდიანი კატალონიურ პრესაში საუბრისას.


 

თამაშის გარდა ილიას სურს სამომავლოდ მწვრთნელის პოზიციასაც მოერგოს.

"მწვრთნელების სპეციალური სკოლაა, C და B კატეგორიის მოპოვებაუკვე შევძელი. 12 წლამდელთა გუნდსვწვრთნიდი, თამაშებზეკი "ბარსელონას" ფეხბურთელები დადიან.იყო კარლესპუიოლიც, ადრიანოკორეა დასულ მალეჩვენს თამაშსხორდი ალბაცდაესწრება. თანაც,მატჩისშემდგომ ანალიზებსერთად ვაკეთებდით და ახლოსგვიწევდა ყოფნა.ასევე, ახლაკარლესიც აგენტიადა ბავშვებსუყურებდა. მწვრთნელის პირველი დონეახლაც მაქვს,უბრალოდ არვმუშაობ."-აღნიშნავს ახვლედიანი.


მიუხედავად იმისა, რომ ილია ესპანეთში თანდათან ვითარდება და წარმატებებსაც აღწევს,  საქართველოს ნაკრებში თამაში მის ერთ-ერთ სურვილად რჩება.

 

 

ხატია ბანძელაძე

 

 

скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]