ამბები

იმერეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება




სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

 

ქუთაისი.

19ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე - დაახლოებით 7000 აბონენტს ქ. ქუთაისში სულხან საბას, თაბუკაშვილის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვეწყალტუბოსმუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში.

ხონი.

19 ივლისს 06:00-დან 10:00 საათამდე - დაახლოებით 10 200 აბონენტს მთლიანად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე 19 ივლისს 10:45-18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 504 აბონენტს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში.

 

სამტრედია.

19 ივლისს 10:45-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 200 აბონენტს სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში.

 

ტყიბული.

19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 600 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 11:00-დან 18:00 საათამდე 550 აბონენტს სოფლებში მუხურა და რცხილათი. 12:00-სან 14:00 საათამდე 110 აბონენტს სოფლებში კურსები და ორპირი, 13:00-დან 16:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ კოკაში.

 

წყალტუბო.

19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 84 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნამოხვანში და საკირეში.

 

ბაღდათი.

19 ივლისს 11:15-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 260 აბონენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში.

 

ამბროლაური.

19 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 190 აბონენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში. 11:00-დან 18:00 საათამდე 620 აბონენტს სოფლებში ფუტიეთი, კრიხი, ახალსოფელი, ზემო კრიხი, სხვავა. ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე 47 აბონენტს სადმელში.

 

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com