ამბები

დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა


დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. გაზეთ "The Washington Post"-ისა და ტელეკომპანია "ABC"-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, შეერთებული შტატების ლიდერის მმართველობა ამერიკელთა მხოლოდ 36 პროცენტს მოსწონს ბოლო 70 წლის განმავლობაში პრეზიდენტობის პირველ 6 თვიან ვადაში ასეთი დაბალი რეიტინგი შეერთებული შტატების არცერთ ლიდერს არ ჰქონია. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა უკმაყოფილოა რუსებთან პრეზიდენტის გარემოცვის კავშირების მიმართაც და მიიჩნევს, რომ უმცროსი ტრამპის შეხვედრა რუს ადვოკატთან შეუფერებელი ნაბიჯი იყო.

 

скачать dle 12.0

თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]