ამბები

გოგონა სოფლიდან, სადაც ტურისტების ბუმია

გოგონა სოფლიდან, სადაც ტურისტების ბუმია




სოფელში,სადაც ტურისტული ბუმია 14 წლის მაგდა ჯიშკარიანი ცხოვრობს. მაგდა კარგად სწავლობს და აპირებს მომავალში მიღებული ცოდნა სოფელ კინჩხას განვითარებას მოახმაროს. მისივე განმარტებით სოფელში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ცხოვრობს , რომლებსაც აუცილებლად უნდა შეუქმნან მოტივაცია.


 

კინჩხასპრობლემებთანერთად მაგდა ჯიშკარიანმა ცოტა საკუთარ თავზეც გვიამბო.

 

„მევარ მაგდა ჯიშკარიანი. ვცხოვრობ ხონის რაიონ სოფელ კინჩხაში. ვარ 14 წლის. ვსწავლობ გორდის საჯარო სკოლის X კლასში. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვსწავლობ. ვცხოვრობ როგორც ნებისმიერი სკოლის მოსწავლე. როცა არ ვმეცადინეობ ვცდილობ, რაიმე საინტერესო ვაკეთო: დავწერო, დავხატო, წავიკითხო ან თუნდაც ოჯახს დავეხმარო. ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში არ მომწონს ის, რომ არვიცით თანადგომა, გასაჭირში შველა და ურთიერთპატივისცემა.მიზეზი იმის, რომ წელიწადში სოფელში 1 ბავშვი იბადება, ჩემი აზრით არის სამუშაოს არ ქონა. სოფელში არიან საკმაო რაოდენობის ახალგაზრდები და თუ მათ ექნებათ ნორმალური სამუშაო პირობები და სტაბილური ხელფასი, შექმნიან ოჯახებს და წელიწადში ერთი ბავშვი აღარ დაიბადება. გენდერულ თანასწორობაზე ვფიქრობ, რომ ქალისა და მამაკაცის უფლებები თანაბარი უნდა იყოს. ჩემი აზრით ფემინისტი ქალი არის გათანასწორებულიმამაკაცებთანცხოვრებისყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. დიახ, როცა ქალაქში გავაგრძელებ სწავლას და ჩემს პროფესიას კარგად დავეუფლები, დავბრუნდები ჩემს სოფელში ახალ-ახალი გეგმებით, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ.ვინც, სოფლიდან ქალაქში გადასახლდა ვფიქრობ დიდი სიამოვნება დაიკლო და არამარტო სიამოვნება ჯანმრთელობასაც შეუქნა საფრთხე. მაქვს ბევრი ჩანახატები. ზოგს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ, მაგრამ უმეტესობა მობილურში მაქვს შენახული. ისეთები არ არის რომ, წაგიკითხოთ. უფრო დავხვეწავ და შემდეგ აუცილებლად წაგიკითხავთ"

 

 

საინფორმაციოსააგენტოMeganews.ge განაგრძობსთქვენთვის„ახალი თაობის" გაცნობას და კვირაში ერთხელ მსგავს სიახლეებს წარმოგიდგენთ.

скачать dle 12.0

თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]