ამბები

ქართველი ახალგაზრდების შექმნილი რობოტი ვაშინგტონში რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვდა

ახალი რობოტი, რომელიც წყლის სისუფთავეს უზრუნველყოფს, ქართველმა მოზარდებმა შექმნეს. ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი რობოტი ვაშინგტონში First Global -ზე – რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, გამოიფინება. ოლიმპიადა 16 ივლისს იწყება.

ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლები რობოტის შექმნაზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. „ჭკვიანი მანქანა" წყლის სუფთა და ბინძურ ნაწილაკებს ერთმანეთისგან განაცალკევებს და სხვადასხვა რეზერვუარში ათავსებს.

„ფორტუნა" ახალი რობოტის ერთ-ერთ შემქმნელს, 17 წლის გივი დარჩიას, ვაშინგტონში გამგზავრების წინ ესაუბრა, როდესაც რობოტი სატესტო რეჟიმში შემოწმებას გადიოდა.

„ყველაზე რთული რობოტზე მუშაობის დროს ისეთი კონსტრუქციის აგება იყო, რომელიც ეფექტურად გაართმევდა თავს მთავარ დავალებას – სწრაფად გაეფილტრა წყალი და ნაწილაკები ცალკე რეზერვუარებში გადაესროლა. არსებულ რობოტამდე 2 კონსტრუქცია აიწყო და მხოლოდ მესამე ცდაზე შეიქმნა რობოტი. რომელიც ასრულებს დავალებას. ეს არის ახალი თაობის მზადება სამომავლოდ, რომ გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა მსოფლიოს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ვიმედოვნებ, კონკურსშიც გავიმარჯვებთ," – ყვება 17 წლის გამომგონებელი, გივი დარჩია.

სუფთა სასმელი წყლის მარაგით მსოფლიოს უზრუნველყოფა 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა, რომელზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პროგრამა მუშაობს და წლევანდელი First Global-ის რობოტიკის კონკურსი სწორედ წყლის რესურსების დაცვაზე აკეთებს აქცენტს.

ახალგაზრდა გამომგონებლები ვაშინგტონში „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მიემგზავრებიან.

როგორც ბანკის სოციალური პროექტების მენეჯერი, თეო ლეჟავა, ამბობს, „თიბისი ბანკი" ყოველთვის ცდილობს, ისეთი პროექტების მხარდამჭერი იყოს, რომლებიც სასიკეთო შედეგების მომტანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთ პროექტებში ახალგაზრდები არიან ჩართული.

„ჩვენს ქვეყანაში მეცნიერებას, ფიზიკას, მათემატიკას განსაკუთრებით სჭირდება დახმარება და „თიბისი ბანკი", განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდა გამომგონებლების ჯგუფთან სამომავლოდაც ითანამშრომლებს. ბავშვებს აქვთ საინტერესო იდეები, პროექტები, რაზეც საუბარი კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ იქნება," – ამბობს თეო ლეჟავა.

საერთაშორისო ოლიმპიადა First Global ვაშინგტონში 16-18 ივლისს გაიმართება. საქართველოში შექმნილ რობოტს და ახალგაზრდა გამომგონებლებს – ლევან ჭიკაიძეს, სოფი ბრეგაძეს, ანასტასია იოსებაძეს, რევაზ ბაკურაძეს , ანდრია უფლისაშვილს, ელენე ბახტაძეს და გივი დარჩიას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 160 გუნდთან მოუწვეთ კონკურენცია.
b.dainteresdi.ge
скачать dle 12.0

თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]