ფოთის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები ხანძრის ამსახველი ვიდეოს ამოღებას ითხოვენ

11 ივლისი, 2017 1 311


ფოთის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები დილიდან ბაზრობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. დაზარალებულები ვიდეო-მასალის ამოღებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მაღაზიების დაწვა კერძო ინტერესებს ემსახურებოდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრობის ადმინისტრაციას მათ ადგილებზე გარემოვაჭრეების შეყვანა სურს, რადგან ისინი მეპატრონეს მეტ თანხას გადაუხდიან. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ობიექტის მფლობელი ნოდარ კორსანტია ტელეიმედთან საუბრისას ამბობს, რომ ვიდეო-მასალა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. რაც შეეხება კომპენსაციას, კორსანტიას განცხადებით, ეს არის ფორსმაჟორული სიტუაცია, თუმცა ის ყველანაირად შეეცდება, მოვაჭრეებს დაეხმაროს.
 
ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ გუშინ განაცხადა, რომ საბანკო სექტორი თანახმაა ფოთის ბაზრობის ხანძრით დაზარალებულების მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარკვეული შეღავათები დაუწესოს.
ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სახანძროები. ფოთის ბაზრობის ხანძრით დაზარალებულმა დღეს ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოშია და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოვაჭრეების ნაწილმა შეძლო საქონლის მცირე ნაწილის გადარჩენა, თუმცა მათი თქმით, საქონელი სარეალიზაციოდ აღარ გამოდგება. მოვაჭრეების ნაწილი მიიჩნევს რომ ხანძარი ხელოვნურად არის მოწყობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყარო: imedinews.ge
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: