ამბები

გოგი წულაია საბანკო სისტემას აპროტესტებს


პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალთან ბრიფინგი გამართა. იგი საქართველოში არსებულ საბანკო სისტემას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ბანკების ინტერესებს ხშირად მოსახლეობის ინტერესები ეწირება.
 
ბრიფინგზე იმყოფებოდა ,,საქართველოს ბანკის'' მიერ დაზარალებული ოთარ ხმელიძე. ხმელიძე აცხადებს, რომ მას ბანკიდან 17 ათასი ლარის ოდენობის სესხი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც ჯარიმების დამატებით იხდიდა.  ბოლოს შეტანილი თანხა ბანკმა არ დაუფიქსირა და 45 დღიან გადაცილებაში 40 ათასი ლარი დააკისრა. ამის შემდეგ "საქართველოს ბანკმა" ოთარ ხმელიძის სახლი აუქციონზე გაიტანა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართა ბრიფინგი გოგი წულაიამ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს ბანკის'' ქუთაისის ფილიალში კომენტარს არ აკეთებენ. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com