ამბები




ხელოვნურმა ინტელექტმა Boeing 737 წარმატებით, სრულიად დამოუკიდებლად დასვა


ბოლო დროს განვითარებულმა ტექნოლოგიებმა დაგვარწმუნა, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენს გზებზე თვითმართვადი ავტომობილები ივლიან. მაგრამ რა აზრის ხართ ცის თვითმართვად ტრანსპორტზე? რობოტის მიერ მართული თვითმფრინავით ხალხის გადაყვანა მეხსიერებაში აღგვიძრავს მეტალს, ცეცხლსა და ციდან წვიმასავით ჩამოცვენილ ხალხს. ამის მიუხედავად, ასეთი სისტემის მომხრეებს სჯერათ, რომ ყველა ტიპის თვითმართვადი ტრანსპორტი, კომერციული ფრენების ჩათვლით, ნაკლებად მიდრეკილი იქნება შეცდომისაკენ, როცა ადამიანის ფაქტორი განტოლებიდან ამოღებული იქნება და როცა ბაგებს (პროგრამურ შეცდომებს) მოსპობენ, ცხადია.
 
აშშ-ს სამხედრო ძალებში მიაჩნიათ, რომ თვითმართვადი თვითმფრინავები მისიის უსაფრთხოებასა და მათ წარმატების შასნებს გაამყარებენ. თავდაცვითი გაძლიერებული კვლევის სააგენტოს (Defense Advanced Research Agency – DARPA) განცხადებით, თანაპილოტმა ხელოვნურმა ინტელექტმა, სახელად ALIAS (Aircrew Labor In-Cockpit Automation System), სიმულაციური ფრენისას წარმატებით დასვა ბოინგ 737. 

DARPA-ში მიაჩნიათ, რომ ALIAS-ის ნდობა მთლიანი მისიის დროს შეიძლება - აფრენიდან დაჯდომამდე, მაშინაც კი, როდესაც თვითმფრინავის სისტემა კრახს განიცდის. 

ALIAS- DARPA-სთვის Aurora Flight Science-მა შექმნა. ეს კომპანია, თავისი ვებ-გვერდის მიხედვით, „ლიდერია გაძლიერებული უპილოტო სისტემებისა და საჰაერო სივრცის აპარატების შექმნასა და წარმოებაში". 

ALIAS-ს სამი კომპონენტი აქვს:
კამერა, რომელსაც შეუძლია დაინახოს და წაიკითხოს კაბინაში არსებული ყველა ინსტრუმენტი და საზომი.
ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც დასწავლის გზით იგებს, რა არის საჭირო თვითმფრინავის მუშაობისათვის. მას ასევე წვდომა აქვს იმ მონაცემებთან, რომელშიც სხვა ALIAS-ების მიერ დაგროვილი ცოდნაა. 

რობოტული მკლავი, რომელსაც შეუძლია კაბინის ყველა ინსტრუმენტი აკონტროლოს და, აქედან გამომდინარე, თვითმფრინავიც.
on.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com