ამბები

ცნობილი მეცნიერი ადამიანებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ დედამიწა

სტივენ ჰოკინგი განაგრძობს პლანეტა დედამიწის ადამიანების გართობას მოწოდებებით, _ რაც შეიძლება მალე აიკრიფონ გუდა–ნაბადი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ გენიოსს სურს, მარტო დარჩეს დედამიწაზე.


მან, ცნობილმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა, განაცხადა, რომ კაცობრიობამ მარსისა და მთვარის კოლონიზაცია უახლოეს 30-50 წელიწადში უნდა მოახდინოს, _ იუწყება The Telegraph .


მეცნიერებისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ნორვეგიაში გამოსვლისას ჰოკინგმა აღნიშნა, რომ კაცობრიობის ამოწყვეტა ასტეროიდის დავარდნის, კლიმატის კატაკლიზმებისა თუ მოსახლეობის ჭარბი ზრდის მიზეზით მხოლოდ დროის საკითხია, ამიტომ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ დედამიწა.


დანიშნულების ადგილად მეცნიერი ასახელებს მთვარეს, მარსს და ეკზოპლანეტასაც კი პროქსიმა ცენტავრის სისტემაში.


კაცობრიობის წინაშე უამრავი ამოცანა დგას, რომელთა გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ათი ათასი წლის შემდეგ, არამედ უახლოეს წლებში. თუ რა იქნება დედამიწაზე ასი საუკუნის შემდეგ, დაე, ფანტასტებმა იჭყლიტონ ტვინი. პრაქტიკულ ჭრილში არც ამჟამინდელი და არც მომდევნო თაობების ცხოვრების განმავლობაში აპოკალიფსი მოსალოდნელი არ არის, _ გვამშვიდებს ფუტუროლოგიისა და პროგნოზისტიკის ცენტრ "ინეტერნუმის” ხელმძღვანელი დიმიტრი ჟუკოვი.


"სტივენ ჰოკინგის პროგნოზები ისეთი ხანგრძლივვადიანი და აბსტრაქტულია, რომ უცნაურიც კია, როგორ დამდაბლდა იგი ამგვარ ასტროლოგიამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ჰიროთეზის სისწორის შემოწმებას შეძლებენ მხოლოდ 50-ე თაობის შთამომავალნი, რეალობასთან ამ "წინასწარმეტყველებას” არავითარი კავშირი არ აქვს”, _ განაცხადა ჟუკოვმა.


არსებობს მრავალი ალარმისტული თეორია, რომელთა მიხედვით ადამიანის ტექნოლოგიური განვითარება წინ უსწრებს მისი, როგორც სახეობის, განვითარებას, რომელსაც შეგნებული აქვს პასუხისმგებლობა თავისი საქციელის გამო. ეს თეორიები ყველაზე კრიტიკული ფორმით მოიხსენიებს ჰომო საპიენსს, რომელსაც უწოდებს "მაიმუნს ატომური ბომბით ხელში”.


მაგრამ კაცობრიობის პროგრესი დაბალანსებულია. ადამიანი ახალ ტექნოლოგიებს აღმოაჩენს სოციალური განვითარების მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე, როცა იგი "მორალურად არის მზად”, განკარგოს ისინი.
 

უნდა ვიხელმძღვანელოთ მეცნიერული, სოციალური პროგნოზებით, რომლებიც აგებულია მათემატიკური მოდელების საფუძველზე, უფრო ხანმოკლე დროისთვის არის გათვალისწინებული და არა წინასწარმეტყველთა მდიდარი ფანტაზიით შექმნილი ეკზოტიკური ვარაუდებით, _ დასძენს ჟუკოვი.


2015 წელს ჰოკინგმა აღიარა, რომ ფიქრობს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავროს გარშემომყოფებთან ურთიერთობის გართულების გამო, ამასთანავე, საზოგადოება დაამშვიდა, რომ თავს არ მოიკლავს მანამ, სანამ "სამყაროს ყველა საიდუმლოს არ ამოხსნის”. ასე რომ, მეცნიერთა თანამეგობრობა შეიძლება მშვიდად იყოს, თუ მთლიანად დედამიწის ბედის გამო არა, იმიტომ მაინც, რომ მისი ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანის სიცოცხლეს არავინ ხელყოფს.
geworld.ge
скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]