ამბები

ხონის კულტურის ცენტრში ექიმისა და პოეტის, მერაბ კვიცარიძის პოეზიის საღამო გაიმართა.


ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში ექიმისა და პოეტის, მერაბ კვიცარიძის პოეზიის საღამო გაიმართა. 
პოეტის შემოქმედებიდან ლექსები, კულტურის ცენტრთან არსებული ლიტერატურული სალონის მოსწავლეებმა, ცენტრის მსახიობებმა და პოეტის კოლეგებმა წაიკითხეს. 

საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი თვით მერაბ კვიცარიძემ წაიკითხა, პროფესიული საქმიანობის დროს მომხდარი კურიოზული შემთხვევები გაიხსენა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. 

ღონისძიების დასასრულს ექიმმა და პოეტმა ღონისძიების ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ბავშვს კი საჩუქრად მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ კლინიკაში უფასო მომსახურეობა და თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ექსკურსია შესთავაზა. 

მერაბ კვიცარიძეს თავისი საქმიანობით ქვეყნის მასშტაბით იცნობენ, ექიმი, პოეტი, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურიატი, ქველმოქმედი, საპატიო ქუთაისელი და „დაგვიანებული ცისფერყანწელი" „ცისფერყანწელთა" ქალაქიდან. ზეპირად იცის 2000-მდე ლექსი, „ცისფერყანწელთა" ცხოვრება და შემოქმედება. ასევე არის პროექტის „საქართველო წერს „ვეფხისტყაოსანს" ავტორი. 

ღონისძიების ორგანიზტორები კულტურის სახლის დირექცია, ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი ქალბატონი გულიადა სანოძე და გაზეთ „ხონის „ რედაქტორი მაია ფეიქრიშვილი იყვნენ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com