ქუთაისის მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელზე აუქციონი გამოაცხადა

18 ივნისი, 2017 1 378




ქუთაისის მერია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელზე აუქციონს აცხადებს. გამარჯვებულს აღნიშნული ფართი 10-წლიანი ვადით გადაეცემა. აუქციონი 29 ივნისს დასრულდება.

ქალაქის მერიამ ყოფილ მოიჯარესთან, გიორგი კეპულაძესთან ხელშეკრულება 2016 წელს შეწყვიტა, რის შედეგადაც დაიწყო ახალი მოიჯარის ძებნა.

ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებული იქნება მოაწესრიგოს გადასასვლელი და პერიოდულად განახორციელოს დასუფთავების სამუშაოები. 










скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: