...
ამბები

,,პოლიციელებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი ''

Avatar
T:555 000 289

მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელია აღკვეთის ღონისძიებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ქუთელია წინასწარ პატიმრობაში უსაფუძვლოდ იმყოფება. დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდმაცველებმა უდანაშაულო ქუთელია მას შემდეგ დააკავეს, რაც როსტომაშვილი ცემის ფაქტი ვერ გახსნეს და დაკავებული ბექა კირვალიძე წინასაწრი დაკავების იზოლატორიდან გაექცათ.
 
„სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და სამწუხაროდ, ვიღაც უნდა დაეკავებინათ და ამ შემთხვევაში დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ დღეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით ზურაბ ქუთელიას შეუფარდა პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ყველაზე მაქსიმალური ზომა გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით. მითუმეტეს, რომ დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სთავაზობდა გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
rustavi2.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com