ამბები

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება


მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი" დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს. უნიკალური ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის, მიუწვდომელ ადგილებში. ორი გოგონასა და ოთხი ვაჟისაგან შემდგარმა გუნდმა პროექტი „სიმაღლის გაზომვის მეთოდები" ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს წარუდგინეს.


პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და მათ მიერ შექმნილი რობოტი საჰაერო ბუშტის საშუალებით, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის სიმაღლე გაზომეს. ამ მოსწავლეებთან და საქართველოს რამდენიმე ათეულ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობენ ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პროფესორი დავით სონღულაშვილი, ისინი მეთოდურად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს იდეების რეალიზებაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com