ამბები

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ოფიციალურად დარეგისტრირდა


მთავრობის სხდომაზეარასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სტატუსით, ფონდი „ქართუს" დაფინანსებით ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა, - ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
„საქართველოში უმაღლესი განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სტატუსით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა და მართვის ორგანოების არჩევამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა. კომპლექსზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ყველა ხარჯს ფონდი „ქართუს" დაფარავს.
 
თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება, რაც სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. 
 
უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება, უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის/უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა  წარმოადგენს. მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ისეთი ამოცანების განხორციელებას, როგორციაა  კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაცია და ინოვაციების  განვითარება,  კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.  შესაბამისად,  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისა და განხორციელების  საუკეთესო საშუალება გახდება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com