...
ამბები

„თეატრალური იმერეთი 2017“ დასრულდა

Avatar
T:555 000 289

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2017"-ის საზეიმო დახურვის და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე-გუბერნატორები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალის „თეატრალური იმერეთი" ახალი ნომრის პრეზენტაცია, გაიმართა. ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა". სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

სპეციალურმა ჟიურიმ, 10–მდე ნომინაციაში გამოავლინა საუკეთესო დადგმები, დასები, რეჟისორები, მსახიობები და სცენოგრაფები.

ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com