ქუთაისის მერმა ევროკავშირის ეკონომიკურ პროექტს მოაწერა ხელი


ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ევროკავშირის პროექტს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" კლუბში გაწევრიანების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეხვედრას მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე , ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ვიცე გუბერნატორები: პაატა ნადირაძე და იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
 
პროექტი 2017 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა, ასევე მისი მიზანია შეიქმნას პირობები კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების ზრდისთვის.
 
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით ხორციელდება. დაინტერესებულ მხარეებს პროექტი სთავაზობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სხვადასხვა ინფორმაციას, ტრენინგებსა და ექსპერტულ დახმარებას საჭიროების მიხედვით.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com