ქუთაისის მერიაში უკრაინიდან და სომხეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლეს

14 ივნისი, 2017 1 106


ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-უბერნატორმა პაატა ნადირაძემ დღეს, უკრაინიდან და სომხეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლეს. შეხვედრა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგი"–ს, არმავირის განვითარების ცენტრის (სომხეთი) და სოციალური და პოლიტიკური კვლევების ბიუროს (უკრაინა) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტი „ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მერმა და ვიცე-გუბერნატორმა უცხოელ კოლეგებს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და სოციალურ სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნეს. ასევე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: