ამბები




ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია


ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია! ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული ქართველი კალათბურთელი გახდა. 

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა გუნდს 1 პასი და 3 მოხსნა შესძინა. ზაზამ ფარს ერთხელ არაზუსტი სროლით შეუტია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "მეომრებმა” 38:23 მოიგეს. საუცხოო მატჩი ჩაატრა ლებრონ ჯეიმსმა, რომლის გარჯაც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი. კევინ დურანტი სუპერფინალის MVP-ი გახდა. კევინმა სუპერფინალის ხუთივე შეხვედრაში 30-ზე მეტი ქულა ჩააგდო, დღესაც დურანტმა მეტოქე 39 ქულით "დაასაჩუქრა". კარის 34 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა. სუპერფინალური სერია "გოლდენ სტეიტმა” 4:1 მოიგო.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com