ამბები




2017 წელს ზესტაფონში 17–მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლი–რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ გზის მონაკვეთს და ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მეორე შესახვევს. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ნიკოლაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 80131 ლარს შეადგენს, ხოლო აღმაშენებელი –რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 28442 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ დაათვალიერეს. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17–მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com