ამბები




ქუთაისში ,,სახელოვნებო კვირეული 2017'' გაიხსნა


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ,,სახელოვნებო კვირეული 2017'' გალაკონცერტით გაიხსნა. კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში ჩატარდა.  მასში მონაწილეობას ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ. ასევე  კონცერტზე წარმოდგენილი იყო ანსამბლების: ,,ადილასა'' და ,,კოლხას'' შემოქმედება. 

,,სახელოვნებო კვირეული 2017'' 10 ივნისს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან კვირეულის მონაწილეები, ასევე მოეწყობა ეთნოგრაფიული პარკი. ეთნოგრაფიული პარკის ფარგლებში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ამსახველ გამოფენას წარმოადგენს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com