ამბები




ხონში პროექტი „საქართველო“ კიდევ ერთ საბავშვო ბაღში განხორციელდა


ხონში პროექტი „საქართველო" კიდევ ერთ საბავშვო ბაღში განხორციელდა. პატარებმა საქართველოს კუთხეები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია , სამეგრელო და აჭარა მათთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN"-ისა და „მწვანე რეგიონების" წარმოამდგენლებმა იმ პროექტებზე გააკეთეს მოხსენება, რომლებიც უახლოეს მომავალში ხონის საბავშვო ბაღებში განხორციელდება. ეს არის ბაღების აღჭურვა საწოლებით და ჰელიო გამათბობლების დამონტაჟება.

პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძვნებოდა, მსგავსი ღონისძიებები ხონის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც გაიმართა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com