ამბები




ჯეჯელავა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგია


"არც ერთმა მასწავლებელმა, რომელიც ფიზიკური ძალადობის გზას აირჩევს, არ უნდა შეინარჩუნოს თავისი სამსახური", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემ კითხვაში" განაცხადა. მისი თქმით, მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა არის მახინჯი გადმონაშთი, რომელიც უნდა მოისპოს.

"ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ყველაზე მეტად მე რაც მჭირდება ეს არის მშობლების დახმარება, პედაგოგიური კოლექტივების დახმარება. ყველა ასეთი შემთხვევა უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობა, ჩვეულებრივი ძალადობა. ქუჩაში რომ მისულიყო და ეცემა ვიღაც დავსჯიდით აუცილებლად, მინიმუმ დავაჯარიმებდით. კიდევ უფრო მეტად როცა ამას მასწავლებელი აკეთებს, რომელიც უნდა იყოს მაგალითი და ნიშანსვეტი განათლებისა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი'' - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, ხშირად მშობლები აფარებენ ხელს მოძალადე მასწავლებლებს. ისინი აცხადებენ, რომ მასწავლებელს თავად სთხოვეს ბავშვისთვის ყური აეწია.
 
,,ეს არის სიმახინჯე, ეს არის გადმონაშთი. არავითარ შემთხვევაში ფიზიკური არანაირი კონტაქტი. აგდებული საუბარიც არ შეიძლება მოსწავლესთან", - განაცხადა მინისტრმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com