...
ამბები

ხონში ტარიელ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

Avatar
T:555 000 289

ხონში კალათბურთში ტარიელ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ პირველ , მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.

პირველი ადგილი მესამე საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილზე ქალაქის პირველი, ხოლო მესამეზე - ქალაქის მეორე საჯარო სკოლა გავიდა.

გამარჯვებულები სპორტის დამსახურებული მუშაკის, კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, ხონის სასპორტო სკოლის დამაარსებლის ტარიელ ჯაფარიძის ოჯახის წევრებმა და გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა დააჯილდოვეს.

ტარიელ ჯაფარიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში, ტრადიციულად, ყოველ წელს მაისის თვეში იმართება და ახალგაზრდებში კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com