ამბები




თვითმკვლელობა პატიმრობის შემდეგ



 
თვითმკვლელობა ქობულეთში - ნასამართლევმა ზაზა ართმელაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს:

,,საშინელება მოხდა:
ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ზაზა ართმელაძემ დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გაოგნებული ვარ, უპატიოსნესი ადამიანი იყო; როგორ გვიხაროდა მისი გათავისუფლება.
როგორ აწამეს და დატანჯეს ეს უდანაშაულო ადამიანი;
მალე სულ ვამთავრებდით მისი საქმის განხილვას, ერთად ველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს.
ვერ აიტანა ამდენი უსამართლობა ამ წესიერმა ადამიანმა!’’ - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
 
გარდაცვლილი ე.წ ხასანას სასტუმროს მფლობელი იყო.  2015 წლის 10 მაისს აღნიშნულ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სასტუმროს მეპატრონეს დაეკისრა. 2015 წლის 20 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ართმელაძეს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა 2016 წლის აპრილში ის 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
 
მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com