ქუთაისის მერიის წარმომადგენლები უკრაინაში ,,ევროპის დღეებისადმი'' მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდნენ
ნანახია: 1 431
|
24-05-2017, 14:10
|

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ხელმძღვანელობით უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ჟიტომირში იმყოფებოდნენ.
ჟიტომირში „ ევროპის დღეებისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებებს ქალაქ ჟიტომირთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ევროპის ქალაქებიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.
ევროპული დღეების ფარგლებში სხვადასხვა სახის შეხვედრები და ვორკშოპები გაიმართა, რომელთაგანაც აღსანიშნავია საჯარო დისკუსია თემაზე „ევროპული ღირებულებები", რომელშიც ქალაქ ქუთაისის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. დისკუსიაზე განხილულ იქნა ევროპული ღირებულებების თავისებურებანი, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის მნიშვნლობა და სირთულეები.
скачать dle 12.0
მოქალაქე ჟურნალისტი