ამბები




მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი და 22 გარდაცვლილი-ტერორიზმის სასტიკი გამოვლინება ინგლისში


მანჩესტერ არენაზე პოპ-მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოხდა, რასაც, ამჟამინდელი მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა. 50-მდე კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლების დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ლივერპულის მერის შვილებიც.

აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპ-მომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.

პოლიციის ცნობით, აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები იმის დადგენაზე მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა, რომელიც ახალგაზრდებისა და ბავშვებისკენ იყო მიმართული.

მომხრდარის შემდეგ მოქალაქეების დაცვის მიზნით ხელისუფლებამ ქალაქში სამართალდამცავთა რაოდენობა გაზარდა. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com