ამბები

რა არგუმენტებით იმართლებს თავს ბერძენი ექიმი, რომელსაც ქართველი ქალის მკვლელობა ედება ბრალად

 თესალონიკში მომხდარი მკვლელობის შესახებ გამოძიება გრძელდება. დავავებულია 38 წლის ანგიოქირურგი, რომელსაც ბრალად  36 წლის ქართველი ქალის მკვლელობა ედება.  დაკავებული აცხადებს, რომ სამი შვილის დედის რეალურმა მკვლელმა მას ხაფანგი დაუგო. გამოძიების დეტალებს  ათენში მცხოვრები გია კვრაცხელია ასაჯაროვებს. კვარაცხელიას თქმით, ბრალდებულმა აღიარა, რომ Facebook-ში დაუმეგობრდა დიანა ცამციდუს (ბერიძეს), მაგრამ უარყოფს მსხვერპლთან ინტიმურ კავშირს. დაკავებულმა აღნიშნა, რომ პირველ კონსულტაციაზე გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად იყო მოსული. 

კონკრეტულად, გამომძიებლის კითხვებზე შემდეგი პასუხები იქნა გაცემული:
— რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში პაციენტმა შეატყობინა, რომ რაღაც გადაუდებელი შეემთხვა და რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ვერსიას ანგიოქირურგი, როცა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრისას ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც, ვინაიდან რანდევუ არაოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა და საავადმყოფოს შინაგანაწესის სრული დაცვით იყო რეგისტრირებული.

მკვლელობის საღამოს მის მიერ ავტომანქანის საეჭვო გადაადგილებაზე (სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, რომ ანგიოქირურგმა მანქანა საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გადააადგილა,.) ბრალდებულმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლეპტოპი და საჭმელი, პოლიეთილენის პარკით. ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რატომ გარეცხა ავტომანქანა და თანაც ორჯერ,  განაცხადა, რომ „სისუფთავის მანიაკია" და ხშირად აკეთებს ამას.


გამომძიებლის ყველაზე საკვანძო კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იმ ღამეს, საკუთარი მორიგეობის პერიოდში, თესალონიკიდან და საავადმყოფოდან 115 კმ-ის დაშორებით, ხალკიდიკის სოფელ პალიურიში, რომლის მახლობელი ტყის ხევშიც იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, ექიმმა განაცხადა, რომ ხშირად აკეთებს ამას, „რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება".

როგორც გია კვარაცხელია აღნიშნავს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ხაფანგში გააბა ის, თუმცა კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია.




скачать dle 12.0

თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]