,,ერთად ვივიანასათვის''-12 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

11 მაი, 2017 1 496


12 მაისს, 19საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში 1 წლის ვივიანას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. გოგონამ უკვე ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, აქვს უჟანგბადობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. თურქეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხა 15000 აშშ დოლარს შეადგენს, ჯანდაცვის სამინისტრომ იგი მხოლოდ 2000 ლარით დაააფინანსა.

ვივიანას დასახმარებლად გაერთიანდნენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. ქუთაისის ორკესტრს სათავეში მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ჩაუდგება. დამსწრე საზოგადოებას ქველმოქმედებასთან ერთად საშუალება ექნება ისიამოვნოს მსოფლიოში ცნობილი საოპერო არიებით და დუეტებით.

ვივიანას დედა, მარიტა ვარძელაშვილი, მევიოლინეა. იგი ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრის წევრია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის თეატრი კონცერტის ჩატარების ადგილად შეირჩა.

კონცერტის ორგანიზატორი ფონდი თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს. მისი დამფუძნებლები არიან ახალგაზრდა ტენორები: როსტომ იაშვილი, ფილიპე ღაჭავა და ლევან აბუთიძე. პირველი საქველმოქმედო კონცერტი ფონდმა 2015 წელს გამართა.

ქუთაისის ოპერის თეატრში გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ოჯახს გადაეცემა. დახმარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ ზარი, რომლის ღირებულებაა 1 ლარი, ნომერზე 0901701202.
 
 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: