ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა

11 მაი, 2017 1 498


  ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა და წარმატება მიულოცა. შოთა გოგიტაძემ 2016 წელს გერმანიაში საერთაშორისო ფესტივალში პირველი ადგილი მოიპოვა. ახალგაზრდა მხატვარი სტუდია ,,არტ თერაპის" წარმომადგენელია, რომელიც ლევან გოგიტაძის სახელობის სამხატვრო სტუდიასთან არის ჩამოყალიბებული. შოთა გოგიტაძემ შოთა მურღულიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად მისი ნამუშევარი „ქუთაისური პეიზაჟი" გადასცა. მიმდინარე წლის 20 ივნისს ახალგაზრდა მხატვარი გერმანიაში მიემგზავრება საერთაშორისო პლენერში მონაწილეობის მისაღებად.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: