ამბები




ტყიბულელი მეშახტეების ოჯახებს კომპანია ,,საქნახშირი'' კომპენსაციას გადაუხდის


ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას  გარდაცვლილთა ოჯახებს კომპანია ,,საქნახშირი'' კომპენსაციას გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

„მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, ასევე მინდა კოლექტივს მივუსამძიმრო. ძალიან კარგი, პროფესიონალი კოლექტივის წევრები დავკარგეთ. კომპანიას რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან ღიად, დღეს უკვე გადაყვანილია ქუთაისში ექსპერტიზაზე და კომპანია მზად არის კომპენსაცია და დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს",-განაცხადა ჯამბულატ  ჯაყელმა. 

შეგახსენებთ, რომ  უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.  მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ამ დროს მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com