ამბები




ქუთაისში ,,ევროპის დღე 2017'' გაიმართა


ქუთაისში ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებული ,,ევროპის დღე2017'' გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს პარლამენტის წევრები და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი"-ს გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
თამაშში „ჩემი ევროპული თავგადასავალი" ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი 15 გუნდი (სულ 150 მოსწავლე) მონაწილეობდა. სამი საათის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში ევროკავშირის შესახებ ცოდნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მეორე ადგილზე ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესი, ხოლო პირველზე 37-ე საჯარო სკოლა გავიდა.
ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა „მუზეუმმა" გააფორმა.
ქუთაისში ჩატარებული ,,ევროპის დღე2017'' საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეულის ნაწილია. აღნიშნულ საქმიანობას პარლამენტი ახორციელებს გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით. პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეული მოიცავს საჯარო ლექციებს საქართველოს რვა უნივერსიტეტში და ახალგაზრდულ ღონისძიებებს ქუთაისში.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com