ქუთაისის მერი ქალაქის მოსახლეობას "გვირილობის" დღესასწაულს ულოცავს


  ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის მოსახლეობას "გვირილობის" დღესასწაულს ულოცავს. 

  "ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს დღე ღირსეულად აღინიშნოს ქუთაისში ისევე, როგორც ბოლო ბოლო წლებში ხდება, რადგან ამ ქალაქის ისტორია, ამ ქალაქის ტრადიციები ნამდვილად გვაძლევს ჩვენ ამის ვალდებულებას. პროგრამა არის მრავალფეროვანი და ორ დღეზე გაწერილი. არის სხვადასხვა ასაკის ადამიანზე გათვლილი. ბავშვებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი ჩაერთვება. დიდებისთვის, ახალგაზრდებისთვის არის სხვადასხვა ღონისძიება. ქალაქს ესტუმრა ბევრი სტუმარი და ძალიან დიდი სტუმრიანობა გვაქვს," - ამბობს შოთა მურღულია.

  ქუთაისობასთან დაკავშირებით ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com